ბილეთი №305 · გასწრება
დაარღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

პასუხები
- 1დაარღვევსსწორი პასუხი
- 2არ დაარღვევს
სწორი პასუხი: 1. დაარღვევს
მოკლედ
გზაჯვარედინზე გასწრება აკრძალულია. გამონაკლისია რეგულირებული გზაჯვარედინი, სადაც გასწრებისას საპირისპირო ზოლზე არ გადიხარ. რეგულირებულია გზაჯვარედინი, სადაც რიგითობას შუქნიშანი ან მარეგულირებელი განსაზღვრავს.
კანონის ტექსტი
ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გაუსვლელად. გზაჯვარედინი, რომელზედაც მოძრაობის რიგითობა შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალებით განისაზღვრება, რეგულირებული გზაჯვარედინია.
ამ თემის სხვა ბილეთები
- ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება, თუ მოცემულ გზის მონაკვეთზე ხილვადობა…
- ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება, თუ მოცემულ გზის მონაკვეთზე ხილვადობა…
- მოცემულ სიტუაციაში, რომელ სატრასპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ მობუქსირე მოტოციკლს…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 305 · gaswreba