ბილეთი №310 · გასწრება

ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება, თუ მოცემულ გზის მონაკვეთზე ხილვადობა შეზღუდულია?

ბილეთი №310: ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება, თუ მოცემულ გზის მონაკვეთზე ხილვადობა შეზღუდულია?

პასუხები

  1. 1ეკრძალებასწორი პასუხი
  2. 2არ ეკრძალება

სწორი პასუხი: 1. ეკრძალება

მოკლედ

შეზღუდული ხილვადობისას საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით გასწრება აკრძალულია. მონიშვნა 1.1 ყოფს საპირისპირო ნაკადებს და მისი გადაკვეთა აკრძალულია.

კანონის ტექსტი

ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია შეზღუდული ხილვადობის პირობებში საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით. ჰორიზონტალური მონიშვნა 1.1 ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და გზის სახიფათო მონაკვეთზე აღნიშნავს მოძრაობის ზოლის საზღვარს ან სავალი ნაწილის საზღვარს, რომელზე შესვლაც აკრძალულია; აღნიშნავს სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილის საზღვარს და იმ გზის სავალი ნაწილის ნაპირს, რომელიც მოძრაობის პირობებით არ განეკუთვნება ავტომაგისტრალს. 1.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1 ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 310 · gaswreba