ბილეთი №313 · გასწრება

რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

ბილეთი №313: რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

პასუხები

  1. 1მსუბუქი ავტომობილის მძღოლსსწორი პასუხი
  2. 2სატვირთო ავტომობილის მძღოლს

სწორი პასუხი: 1. მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

მოკლედ

მთის გზაზე და დიდი დახრილობის გზაზე, სადაც გვერდის აქცევა შეუძლებელია, ნიშნები 1.14 და 1.15 აღნიშნავს ასეთ მონაკვეთს. დაღმართზე მოძრავი მძღოლი გაჩერდება და აღმართზე მოძრავს გზას დაუთმობს.

კანონის ტექსტი

მთის გზასა და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზაზე, აგრეთვე 1.14 და 1.15 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზებზე, სადაც გვერდის აქცევა შეუძლებელია ან გართულებულია, დაღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს და გზა დაუთმოს აღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გვერდის ასაქცევი ადგილი სავალი ნაწილის გასწვრივ ისეა განლაგებული, რომ აღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, სატრანსპორტო საშუალების სიჩქარისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, შეძლებდა მის წინ მდებარე ასაქცევ ადგილზე გაჩერებას, რითაც გამოირიცხებოდა ერთ-ერთი სატრანსპორტო საშუალების უკუსვლით მოძრაობის აუცილებლობა. საგზაო ნიშანი 1.15 „ციცაბო აღმართი”- იძლევა გაფრთხილებას ციცაბოაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 313 · gaswreba