ბილეთი №424 · გასწრება

გზაზე, რომელზეც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის სულ მცირე ორი ზოლია, აქვს თუ არა უფლება მძღოლს დარჩეს პირველი გასწრების დროს დაკავებულ მოძრაობის ზოლზე, თუ ადრე დაკავებულ ზოლზე დაბრუნებისთანავე ან მოკლე დროში მოუწევს ახალი გასწრების დაწყება?

პასუხები

  1. 1არა აქვს უფლება
  2. 2უფლება აქვს, თუ წინასწარ დარწმუნდება, რომ ეს არ შეუქმნის დაბრკოლებას მის უკან მეტი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლსსწორი პასუხი

სწორი პასუხი: 2. უფლება აქვს, თუ წინასწარ დარწმუნდება, რომ ეს არ შეუქმნის დაბრკოლებას მის უკან მეტი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს

მოკლედ

გზაზე, სადაც ერთი მიმართულებით მინიმუმ ორი ზოლია, გასწრების შემდეგ შეგიძლია ზოლზე დარჩე, თუ მალე ახალი გასწრება მოგიწევს. წინასწარ დარწმუნდი, რომ უკან უფრო სწრაფად მომავალს ხელს არ შეუშლი.

კანონის ტექსტი

თუ გზაზე, რომელზედაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის სულ მცირე ორი ზოლია, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც გასწრების დამთავრების შემდეგ ამ კანონის მე-31 მუხლის მე-10-მე-12 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა შესასრულებლად ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლზე დაბრუნებისთანავე ან დაბრუნებიდან მოკლე დროში მოუწევს ახალი გასწრების დაწყება, ამ მანევრის შესასრულებლად შეუძლია დარჩეს პირველი გასწრების დროს დაკავებულ მოძრაობის ზოლზე, თუ წინასწარ დარწმუნდება, რომ ეს არ შეუქმნის დაბრკოლებას მის უკან მეტი სიჩქარით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 424 · gaswreba