ბილეთი №426 · გასწრება

გარდა გზიდან მარცხენა მხრიდან გასვლის შემთხვევისა, მძღოლი, რომელიც დარწმუნდება, რომ მის უკან მომავალი მძღოლი აპირებს გასწრებას ვალდებულია:

პასუხები

  1. 1მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდეს და გაზარდოს სიჩქარე
  2. 2დაიკავოს თანმხვედრი მიმართულების უკიდურესი მარცხენა მხარე და შეამციროს სიჩქარე
  3. 3შეძლებისდაგვარად მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდეს და არ გაზარდოს სიჩქარესწორი პასუხი

სწორი პასუხი: 3. შეძლებისდაგვარად მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდეს და არ გაზარდოს სიჩქარე

მოკლედ

თუ დარწმუნდი, რომ უკან მომავალი გასწრებას აპირებს, მიუახლოვდი სავალი ნაწილის მარჯვენა კიდეს, რამდენადაც შეგიძლია, და სიჩქარე არ გაზარდო. მარცხნივ გასასვლელი მძღოლი ამ წესს არ ექვემდებარება.

კანონის ტექსტი

მძღოლი, რომელიც დარწმუნდება, რომ მის უკან მომავალი მძღოლი აპირებს გასწრებას, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა, შეძლებისდაგვარად უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდეს და არ გაზარდოს სიჩქარე. ხოლო ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვბეპუნქტის თანახმად, სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე).

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 426 · gaswreba