ბილეთი №312 · გასწრება

მოცემულ სიტუაციაში, რომელ სატრასპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ მობუქსირე მოტოციკლს დაწყებული აქვს დაბრკოლების შემოვლა?

ბილეთი №312: მოცემულ სიტუაციაში, რომელ სატრასპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ მობუქსირე მოტოციკლს დაწყებული აქვს დაბრკოლების შემოვლა?

პასუხები

  1. 1მხოლოდ მობუქსირე და საბუქსირე მოტოციკლის მძღოლებს
  2. 2მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
  3. 3როგორც მობუქსირე და საბუქსირე მოტოციკლის მძღოლებს, ასევე მსუბუქი ავტომობილის მძღოლსსწორი პასუხი

სწორი პასუხი: 3. როგორც მობუქსირე და საბუქსირე მოტოციკლის მძღოლებს, ასევე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

მოკლედ

გასწრების დაწყებამდე დარწმუნდი, რომ წინ მიმავალს თავად არ დაუწყია გასწრება ან დაბრკოლების შემოვლა: ასეთს არ უსწრებენ. გვერდითი მისაბმელის გარეშე მოტოციკლით ბუქსირებაც აკრძალულია.

კანონის ტექსტი

გასწრების დაწყებამდე მძღოლი, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 32-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის იმავე ზოლზე მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ მიუცია სიგნალი, რომ აპირებს, გაუსწროს სხვა სატრანსპორტო საშუალებას. აკრძალულია იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც ახორციელებს გასწრებას ან დაბრკოლების შემოვლას. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომელიც ახორციელებს გასწრებას ან შემოვლას. აკრძალულია ბუქსირება მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლის ბუქსირება.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 312 · gaswreba