ბილეთი №304 · გასწრება
რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ ტრაქტორი მოძრაობს 25 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო მოპედი - 35 კმ/სთ სიჩქარით?

პასუხები
- 1მხოლოდ ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
- 2მხოლოდ ავტობუსის მძღოლს
- 3როგორც ავტობუსის მძღოლს, ასევე ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
- 4არცერთი ავტომობილის მძღოლსსწორი პასუხი
სწორი პასუხი: 4. არცერთი ავტომობილის მძღოლს
მოკლედ
ნიშანი 3.20 „გასწრება აკრძალულია“ არ ეხება 30 კმ/სთ-ზე ნელა მოძრავ ტრანსპორტს, ამიტომ 25 კმ/სთ-ზე მიმავალ ტრაქტორს გაუსწრებ. მოპედს შემხვედრ ზოლზე გაუსვლელად შეიძლება გაუსწრო.
კანონის ტექსტი
ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია გასწრების ამკრძალავი ნიშნით ან მონიშვნით განსაზღვრულ ადგილზე. საგზაო ნიშანი 3.20 „გასწრება აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად.
ამ თემის სხვა ბილეთები
- დაარღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
- ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება, თუ მოცემულ გზის მონაკვეთზე ხილვადობა…
- ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება, თუ მოცემულ გზის მონაკვეთზე ხილვადობა…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 304 · gaswreba