ბილეთი №314 · გაჩერება, დგომა

მოცემულ სიტუაციაში მხოლოდ სამარშუტო ყვითელი ავტობუსის მძღოლი აწარმოებს მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას. რომელი ავტომობილის მძღოლი არ არღვევს გაჩერების წესებს?

ბილეთი №314: მოცემულ სიტუაციაში მხოლოდ სამარშუტო ყვითელი ავტობუსის მძღოლი აწარმოებს მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას. რომელი ავტომობილის მძღოლი არ არღვევს გაჩერების წესებს?

პასუხები

  1. 1მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
  2. 2მხოლოდ სამარშუტო ყვითელი ავტობუსის მძღოლისწორი პასუხი
  3. 3მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
  4. 4არცერთი ავტომობილის მძღოლი

სწორი პასუხი: 2. მხოლოდ სამარშუტო ყვითელი ავტობუსის მძღოლი

მოკლედ

მარშრუტული ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლზე, რომელიც ნიშნებით 5.11, 5.13.1, 5.13.2 ან 5.14 არის აღნიშნული, სხვა სატრანსპორტო საშუალებებს მოძრაობა და გაჩერება ეკრძალებათ. ქვეითთა გადასასვლელზე და მის წინ 5 მეტრზე ახლოსაც გაჩერება აკრძალულია.

კანონის ტექსტი

აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერებ გზის სავალ ნაწილზე ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს. გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2 და 5.14 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან მონიშვნის წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისას და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისას სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. საგზაო ნიშანი 5.14 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი“ - გზა, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. გზის მარჯვენა მხარეს დადგმული ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლზე.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 314 · gacereba, dgoma