ბილეთი №317 · გაჩერება, დგომა

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მგზავრთა ჩასხდომის მიზნით გაჩერდეს ისრით მითითებულ ადგილას?

ბილეთი №317: აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მგზავრთა ჩასხდომის მიზნით გაჩერდეს ისრით მითითებულ ადგილას?

პასუხები

  1. 1აქვს უფლება
  2. 2არ აქვს უფლებასწორი პასუხი

სწორი პასუხი: 2. არ აქვს უფლება

მოკლედ

მარშრუტული ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლზე (ნიშნები 5.11, 5.13.1, 5.13.2, 5.14) სხვა სატრანსპორტო საშუალებას გაჩერება ეკრძალება. ზოლის გამოყენება შეიძლება მხოლოდ გზაზე გასვლისას ან მარჯვენა კიდესთან მგზავრებისთვის, თუ მარშრუტულს ხელს არ უშლი.

კანონის ტექსტი

გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2 და 5.14 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან მონიშვნის წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისას და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისას სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. საგზაო ნიშანი 5.14 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი“ - გზა, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. გზის მარჯვენა მხარეს დადგმული ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლზე.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 317 · gacereba, dgoma