ბილეთი №321 · გაჩერება, დგომა
რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით, თუ მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლი დადგა ხანგრძლივი დასვენების მიზნით?

პასუხები
- 1შავი ავტომობილი
- 2წითელი ავტომობილისწორი პასუხი
- 3ორივე ავტომობილი
- 4არცერთი ავტომობილი
სწორი პასუხი: 2. წითელი ავტომობილი
მოკლედ
დაუსახლებელ პუნქტში გაჩერებული ან მდგარი მანქანა, შესაძლებლობის ფარგლებში, სავალი ნაწილის გარეთ უნდა იყოს. ხანგრძლივი დასვენებისთვის, მაგალითად ღამის გასათევად, დგომა შეიძლება მხოლოდ ამისთვის განკუთვნილ სადგომზე ან გზის ფარგლებს გარეთ.
კანონის ტექსტი
სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას დაუსახლებელ პუნქტში, შესაძლებლობის ფარგლებში, სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენების (ღამის გათევის ან სხვა) მიზნით დგომა ნებადართულია მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ სადგომზე ან გზის ფარგლების მიღმა. საგზაო ნიშანი 5.24.1 „დასახლებული პუნქტის დასასრული“ - მიუთითებს შესაბამისად 5.23.1 ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტების დასასრულს.
ამ თემის სხვა ბილეთები
- აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გაჩერდეს ისრით მითითებულ ადგილას მგზავრთა ჩასხდომის მიზნით?
- რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ხიდზე ისრით მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში?
- რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს სურათზე მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში?
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 321 · gacereba, dgoma