ბილეთი №320 · გაჩერება, დგომა
რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით, თუ ჯერ დადგა თეთრი მსუბუქი ავტომობილი, მერე - უეტლო მოტოციკლი და ბოლოს - ეტლიანი მოტოციკლი?

პასუხები
- 1თეთრი მსუბუქი ავტომობილი
- 2უეტლო მოტოციკლი
- 3ეტლიანი მოტოციკლისწორი პასუხი
- 4არცერთი სატრანსპორტო საშუალება
სწორი პასუხი: 3. ეტლიანი მოტოციკლი
მოკლედ
გაჩერებულ ან მდგარ სატრანსპორტო საშუალებას სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს უნდა დგე, ერთ რიგად. ორ რიგად დაყენება შეიძლება მხოლოდ გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
კანონის ტექსტი
სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ორ რიგად დაყენება.
ამ თემის სხვა ბილეთები
- რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით, თუ მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლი დადგა…
- აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გაჩერდეს ისრით მითითებულ ადგილას მგზავრთა ჩასხდომის მიზნით?
- რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ხიდზე ისრით მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში?
ლათინურად: martvis biletebi · bileti 320 · gacereba, dgoma