ბილეთი №478 · გაჩერება, დგომა

რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით?

ბილეთი №478: რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით?

პასუხები

  1. 1მხოლოდ სატვირთო ავტომობილი
  2. 2მხოლოდ მსუბუქი ავტომობილი
  3. 3ორივე ავტომობილისწორი პასუხი
  4. 4არცერთი ავტომობილი

სწორი პასუხი: 3. ორივე ავტომობილი

მოკლედ

გაჩერება და დგომა აკრძალულია დგომის ამკრძალავი ნიშნის ან მონიშვნის მოქმედების ზონაში. ნიშანი 3.28 „დგომა აკრძალულია“ მოქმედებს უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არქონისას დასახლებული პუნქტის ბოლომდე.

კანონის ტექსტი

აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების დგომა, დგომის ამკრძალავი საგზაო ნიშნის ან/და საგზაო მონიშვნის მოქმედების ზონაში. საგზაო ნიშანი 3.28 „დგომა აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას. ამავე თავის შენიშვნის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად: ე) 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26-3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას - დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსასვლელთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი; ი) 3.10, 3.27-3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც ისინია დადგმული.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 478 · gacereba, dgoma