ბილეთი №373 · გაჩერება, დგომა

მოცემულ სიტუაციაში, რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ხიდზე მგზავრთა ჩასხდომის მიზნით მსუბუქი ავტომობილი ისრის მიმართულებით მოძრაობს უკუსვლით, ხოლო - მოტოციკლი ახორციელებს ისრის მიმართულებით მობრუნებას?

ბილეთი №373: მოცემულ სიტუაციაში, რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ხიდზე მგზავრთა ჩასხდომის მიზნით მსუბუქი ავტომობილი ისრის მიმართულებით მოძრაობს უკუსვლით, ხოლო - მოტოციკლი ახორციელებს ისრის მიმართულებით მობრუნებას?

პასუხები

  1. 1მხოლოდ მოტოციკლის მძღოლი
  2. 2მხოლოდ ავტომობილის მძღოლი
  3. 3არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი
  4. 4ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლებისწორი პასუხი

სწორი პასუხი: 4. ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლები

მოკლედ

ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ მობრუნება აკრძალულია. უკუსვლით მოძრაობამდე ან მობრუნებამდე დარწმუნდი, რომ სხვებს საფრთხეს ან დაბრკოლებას არ შეუქმნი.

კანონის ტექსტი

აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ. მძღოლი, რომელიც მობრუნებას ან უკუსვლით მოძრაობას აპირებს, უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ისე შეასრულოს ეს მანევრი, რომ საფრთხე არ შეუქმნას და ხელი არ შეუშალოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. აუცილებლობის შემთხვევაში მიზანშეწონილია სხვა პირის დახმარება. აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა გზაჯვარედინზე, ავტომაგისტრალზე და ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 373 · gacereba, dgoma