ბილეთი №358 · გაჩერება, დგომა

გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება აკრძალულია:

პასუხები

  1. 1მხოლოდ გზაზე გამავალი ტრამვაის და რკინიგზის ლიანდაგებზე, ან მათ ახლოს, თუ ამას შეუძლია გააძნელოს ტრამვაის ან მატარებლების მოძრაობა
  2. 2მხოლოდ იმ ადგილებზე, სადაც სატრანსპორტო საშუალება საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს უფარავს შუქნიშნის სიგნალებს ან საგზაო ნიშნებს
  3. 3მხოლოდ ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ, შესაბამის საგზაო ნიშნით აღნიშნულ დამატებით მოძრაობის ზოლზე
  4. 4ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაშისწორი პასუხი

სწორი პასუხი: 4. ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

მოკლედ

სავალ ნაწილზე გაჩერება აკრძალულია ლიანდაგებზე ან მათ ახლოს, თუ ტრამვაის ან მატარებლის მოძრაობას აძნელებ. ასევე იქ, სადაც შუქნიშანს ან საგზაო ნიშანს ფარავ, და ნელმავალებისთვის გამოყოფილ დამატებით ზოლზე.

კანონის ტექსტი

აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე, გზაზე გამავალი ტრამვაის და რკინიგზის ლიანდაგებზე ან მათ ახლოს, თუ ამას შეუძლია გააძნელოს ტრამვაის ან მატარებლების მოძრაობა. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის: ბ.ე) იმ ადგილზე, სადაც იგი სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს უფარავს შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებს ან საგზაო ნიშნებს; ბ.ვ) ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ, შესაბამის საგზაო ნიშნით აღნიშნულ დამატებით მოძრაობის ზოლზე.

ამ თემის სხვა ბილეთები

ლათინურად: martvis biletebi · bileti 358 · gacereba, dgoma