ბილეთი №658 · პრიორიტეტის ნიშნები

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ისეთ გზასთან შეერთებას, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება?

ბილეთი №658: მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ისეთ გზასთან შეერთებას, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება?

პასუხები

  1. 1მხოლოდ II და IV
  2. 2მხოლოდ I და IIIსწორი პასუხი
  3. 3მხოლოდ II
  4. 4მხოლოდ III

სწორი პასუხი: 2. მხოლოდ I და III

მოკლედ

ნიშნები 1.7.2-1.7.7 „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ აღნიშნავს შეერთებას გზასთან, რომელზე მოძრავ მძღოლს გზის დათმობის ვალდებულება აქვს. შეერთება მარჯვნიდან 1.7.2, 1.7.4 და 1.7.6, მარცხნიდან 1.7.3, 1.7.5 და 1.7.7.

კანონის ტექსტი

საგზაო ნიშანი 1.7.1. „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“, 1.7.2−1.7.7. „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ (შეერთება მარჯვნიდან - 1.7.2, 1.7.4 და 1.7.6, შეერთება მარცხნიდან - 1.7.3, 1.7.5 და 1.7.7) − ისეთ გზასთან გადაკვეთა ან ისეთ გზასთან შეერთება, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება. 1.7.1−1.7.7 ნიშნები სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დაუსახლებელ პუნქტში 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში - 50-100 მეტრ მანძილზე.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 658 · prioritetis nisnebi