ბილეთი №657 · პრიორიტეტის ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ისეთ გზასთან გადაკვეთას, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება?

პასუხები
- 1I
- 2IIსწორი პასუხი
- 3III
- 4IV
სწორი პასუხი: 2. II
მოკლედ
ნიშანი 1.7.1 „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“ და ნიშნები 1.7.2-1.7.7 „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ აღნიშნავს გზასთან გადაკვეთას ან შეერთებას, რომელზე მოძრავ მძღოლს გზის დათმობის ვალდებულება აქვს.
კანონის ტექსტი
საგზაო ნიშანი 1.7.1. „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“, 1.7.2−1.7.7. „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ (შეერთება მარჯვნიდან - 1.7.2, 1.7.4 და 1.7.6, შეერთება მარცხნიდან - 1.7.3, 1.7.5 და 1.7.7) − ისეთ გზასთან გადაკვეთა ან ისეთ გზასთან შეერთება, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება. 1.7.1−1.7.7 ნიშნები სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დაუსახლებელ პუნქტში 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში - 50-100 მეტრ მანძილზე.
ამ თემის სხვა ბილეთები
- მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ისეთ გზასთან შეერთებას, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის…
- მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ისეთ გზასთან შეერთებას, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის…
- მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი ავალდებულებს მძღოლს გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 657 · prioritetis nisnebi