ბილეთი №659 · პრიორიტეტის ნიშნები

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ისეთ გზასთან შეერთებას, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება?

ბილეთი №659: მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ისეთ გზასთან შეერთებას, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება?

პასუხები

  1. 1მხოლოდ II და III
  2. 2მხოლოდ I და IV
  3. 3ყველასწორი პასუხი
  4. 4არცერთი

სწორი პასუხი: 3. ყველა

მოკლედ

ნიშნები „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“ და „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ (მარჯვნიდან ან მარცხნიდან) გაფრთხილებს, რომ იმ გზაზე მოძრავმა მძღოლმა შენ უნდა დაგითმოს გზა. ყველა ასეთი ნიშანი ამას აღნიშნავს.

კანონის ტექსტი

საგზაო ნიშანი 1.7.1. „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“, 1.7.2−1.7.7. „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ (შეერთება მარჯვნიდან - 1.7.2, 1.7.4 და 1.7.6, შეერთება მარცხნიდან - 1.7.3, 1.7.5 და 1.7.7) − ისეთ გზასთან გადაკვეთა ან ისეთ გზასთან შეერთება, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება. 1.7.1−1.7.7 ნიშნები სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დაუსახლებელ პუნქტში 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში - 50-100 მეტრ მანძილზე.

ამ თემის სხვა ბილეთები

მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით

ლათინურად: martvis biletebi · bileti 659 · prioritetis nisnebi