ბილეთი №656 · პრიორიტეტის ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშანი აღნიშნავს:

პასუხები
- 1გზას, რომელზედაც მოძრავ მძღოლს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა
- 2გზის ვიწრო მონაკვეთს, რომელზედაც მოძრავ მძღოლს ენიჭება, უპირატესობა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით
- 3გზის იმ მონაკვეთის ბოლოს, საიდანაც ის კარგავს მთავარი გზის სტატუსსსწორი პასუხი
სწორი პასუხი: 3. გზის იმ მონაკვეთის ბოლოს, საიდანაც ის კარგავს მთავარი გზის სტატუსს
მოკლედ
ნიშანი 2.2 „მთავარი გზის დასასრული“ აღნიშნავს გზის მონაკვეთის ბოლოს, საიდანაც გზა მთავარი გზის სტატუსს კარგავს.
კანონის ტექსტი
საგზაო ნიშანი 2.2 „მთავარი გზის დასასრული” - გზის იმ მონაკვეთის ბოლო, საიდანაც იგი კარგავს მთავარი გზის სტატუსს. თუ მთავარი გზა იმ გზის გადაკვეთის წინმთავრდება, რომელზედაც დაწესებულია მოცემული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა, 2.2 ნიშანს დაუსახლებელ პუნქტში დგამენ წინასწარ2.4 ნიშანთან ერთად, დასახლებულ პუნქტში − გზაჯვარედინიდან 25 მეტრ მანძილზე ან/და 2.3 ან 2.4 ნიშანთან ერთად. ნიშანი შეიძლება დაიდგას სხვა, 8.1.1 დაფაზე მითითებულ მანძილზედაც.
ამ თემის სხვა ბილეთები
- მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ისეთ გზასთან გადაკვეთას, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის…
- მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ისეთ გზასთან შეერთებას, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის…
- მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ისეთ გზასთან შეერთებას, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის…
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
ლათინურად: martvis biletebi · bileti 656 · prioritetis nisnebi