ბილეთი №75 · შუქნიშანი
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ შუქნიშანი გამორთულია?

პასუხები
- 1ჯერ უნდა გაიაროს ავტობუსმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - მოტოციკლმა, ბოლოს - ტრამვაიმ
- 2ჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - ავტობუსმა და მოტოციკლმასწორი პასუხი
- 3ჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - ავტობუსმა, შემდეგ - ტრამვაიმ, ბოლოს - მოტოციკლმა
- 4ჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - ტრამვაიმ, ბოლოს - ავტობუსმა და მოტოციკლმა
სწორი პასუხი: 2. ჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - ავტობუსმა და მოტოციკლმა
მოკლედ
არარეგულირებულ თანაბარმნიშვნელოვან გზაჯვარედინზე უსარელსო ტრანსპორტმა მარჯვნიდან მოსულს უნდა დაუთმოს გზა. რელსიან ტრანსპორტს უპირატესობა აქვს, მიმართულების მიუხედავად.
კანონის ტექსტი
არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.
ამ თემის სხვა ბილეთები
- რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
- რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
- რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
მსგავსი ბილეთები, სხვა პასუხით
- რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
- რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
- რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ…
ლათინურად: martvis biletebi · bileti 75 · suqnisani